მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა; ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, გაგვაწვალებს, რომ მივალთ გერმანიის საელჩოში - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

"პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად", - განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არსებულ შესაძლო რისკებზე საუბრისას.

მისი შეფასებით, რეალურად სახეზეა ანტიევროპული პროპაგანდა.

„ფაქტობრივად, ევროკავშირი გვაშინებს საკუთარი თავით, ამ შემთხვევაში ბრიუსელი, არ გავაიგივებ ბრიუსელს ევროკავშირთან. ვხედავთ, ეს არის ორკესტრირებული პროპაგანდა, რომელშიც ჩართულები არიან ბრიუსელიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად, რომ მივალთ გერმანიის საელჩოში, დაგვხვდებიან მტარვალები.

ანუ ამ აზრში რა დევს - რომ იმდენად ცუდი, ბიუროკრატიული და ადამიანზე არაორიენტირებული არის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, რომ თუკი ვიზის აღების აუცილებლობა იქნება, ჩვენ იქ რომ მივალთ, ისინი დაგვტანჯავენ, დამამცირებლად მოგვეპყრობიან. დღეს ხომ ამაზე საუბრობდნენ ზუსტად, იხსენებდნენ პრაქტიკას გერმანიის საელჩოში. ანუ ისევ იქ არის გერმანია, რომ ასე დამამცირებლად მოეპყრობა საქართველოს მოქალაქეებს? ისევ იქ არიან, რომ ვერ შეძლებენ, საკითხები ელექტრონულად მართონ და არ დასჭირდეს ამას რაღაც პერიოდი?”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


"ოცნებამ" ევროკომისიისგან წერილი მიიღო - 8 რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უვიზოს შესანარჩუნებლად უნდა შეასრულოს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები