„საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ამიტომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ნიშნული არ გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გვენეტაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხომაზე სებ-ის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშიც წარდაგინა და შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.


































