მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვერდით ვუდგავართ საქართველოს 30 წელია, რადგან თქვენი ევროპული მომავლის გვჯერა - კელი დეგნანი

632361b4394d3
ალა ისპირიანი
15.09.22 21:20
930
ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს 30 წელია, რადგან თქვენი ევროპული მომავლის გვჯერა - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით საქართველო ევროპული ქვეყანაა.

"რაც საქართველოში ვიმყოფები, შესაძლებლობა მქონდა მემოგზაურა ქვეყანაში და მეტად გავცნობოდი საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს. დამეთვალიერებინა თქვენი არაერთი საოცარი არქიტექტურული ძეგლი, უძვირფასესი საგანძური, როგორებიცაა ჯვარი, ნიკორწმინდა, ან მესტიის მუზეუმი და ის უმშვენიერესი მემკვიდრეობა, რომელიც იქაა დაცული. ქართული კულტურის სიმდიდრისა და საერთო ფასეულობების, ბევრი განსხვავებული მაგალითია, რასაც საქართველოში ვხედავ: ემოციურობა, სიამაყე და დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულება. ამრიგად, შეერთებული შტატები მზადაა ყველანაირად დავეხმაროთ საქართველოს.

ყველაფერი რასაც აქ ვაკეთებთ, ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება, იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში.

საქართველო საუკუნეების განმავლობაში ევროპული ქვეყანაა. ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს 30 წელია, რადგან თქვენი ევროპული მომავლის გვჯერა. გვჯერა, რომ თქვენი დნმ, ისტორია, კულტურა, ტრადიციები ევროპასთან სრულ თანხვედრაშია“,- განაცხადა კელი დეგნანმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები