მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეგნანი: აშშ ყოველთვის იყო კანდიდატის სტატუსზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერი

644000a4b3062
BM.GE
19.04.23 22:30
668
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. დეგნანის თქმით, აშშ საქართველოსთან ერთად იზეიმებს კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, თუმცა ამას ქართული საზოგადოების მხრიდან ერთობლივი მუშაობა და განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულება ესაჭიროება.

“აშშ ყოველთვის იყო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერი. ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ კანდიდატის სტატუსის მიღებას, როდესაც ეს დეკემბერში მოხდება. ეს რა თქმა უნდა არის რთული პროცესი, რასაც დასჭირდება ყველა ქართველის ერთობლივი მუშაობა, იმისთვის, რათა დაუმტკიცოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ის რომ საქართველო არის ღირსი მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი,”- განაცხადა ელჩმა.

დღეს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულებასა და ევროკავშირის შუალედური ანგარიშის შესახებ განცხადება გააკეთა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ. ოლივერ ვარჰეის 16 არასამთავრობო ორგანიზაციამ მარტში მიმართა და სთხოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება საჯარო ყოფილიყო. ორგანიზაციებისთვის გამოგზავნილ წერილში ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე. მისივე თქმით, ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და მადლობას უხდის სამოქალაქო საზოგადოებას ამ პროცესში ჩართულობისთვის.

უფრო ვრცლად იხილეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები