ტყით სარგებლობის წესის მიხედვით, 2026 წლიდან სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის და საშეშე მასალის ყიდვა ე.წ საქმიან ეზოებში მოუწევთ.
როგორც "ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ამბობს, წელს 17 საქმიანი ეზო დაემატება და 2026 წლამდე საქმიანი ეზოების რაოდენობა 90-ს მიაღწევს.
იორდანიშვილი ამბობს, რომ საქმიანი ეზოები სატესტო რეჟიმში მუშაობას მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყებს.
“წელს კიდევ 17 საქმიანი ეზო დაემატება და 2026 წლამდე 90-მდე საქმიანი ეზო უკვე ფიზიკურად იარსებებს. ეს თავის თავში გულისხმობს მათ შორის ადამიანური რესურსით დაკომპლექტებას საქმიანი ეზოების და ტექნიკა აღჭურვილობას. ყოველ წელს ვცდილობთ, რომ რიგი მიმართულების ასეთი აღჭურვილობა იყოს შეძენილი.
წელსაც დაემატა ტექნიკა. ჩვენ გვსურს, რომ წელს დავიწყოთ ტესტირების რეჟიმი, რადგან კანონი გვაძლევს დღეს საშუალებას, რომ ახლაც კი მოსახლეს თავისი სურვილის მიხედვით შეუძლია მივიდეს საქმიან ეზოში მივიდეს და შეიძინოს შეშა ან იგივე ძველი პრაქტიკით შეიძინოს ტყეში. გვინდა რომ ამ ზაფხულს 15 საქმიანი ეზო სრულად იყოს ფუნქციონირებადი იმისთვის, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ,”-ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ იორდანიშვილი.