„ბაზის ბანკის“ აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელის, შმაგი ბრეგაძის თქმით, გასულ წელს მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი 64% გახდა, რაც წინა წელთან შედარებით 31%-იანი ზრდაა. მან გადაცემა „საქმიანი დილაში განაცხადა, რომ მათი სურვილია, მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელში აგროსესხები 35-36%-მდე გაიზარდოს.
"2021 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით, აგროპროდუქტის ექსპორტი მილიარდ 30 მილიონ ლარს შეადგენდა, იგივე პერიოდში 2022 წლის მონაცემები 10%-ით გაიზარდა, რაც თავისთავად გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მოთხოვნა და სექტორი მზარდია და ბანკი ამ სექტორში ინვესტირებით დაინტერესებულია. სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლის განვითარების სააგენტო და ფერმერები ამ პროექტებს ტექნიკის შესაძენად და სხვადასხვა კულტურების გასაშენებლად აქტიურად იყენებენ,“ - განაცხადა შმაგი ბრეგაძემ.
მისივე ცნობით, „ბაზისბაკმა“ 2022 წელს რეგიონებში ახალი ფილიალებიც გახსნა, რამაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების სხვადასხვა პროექტებსა და შეთავაზებებზე ხელმისაწვდომობა გაზარდა.
„ჩვენი ფილიალების ქსელი გაიზარდა, რამაც საშუალება მოგვცა მოვემსახუროთ კლიენტებს ისეთ რეგიონებში, სადაც მანამდე ხელმისაწვდომები არ ვიყავით. დაგვემატა ქვემო ქართლის რეგიონი, მარნეულის ფილიალით, კახეთის რეგიონში გურჯაანის და წნორის ფილიალები, ფოთის ფილიალი. თითოეულ მათგანში დასაქმებული არიან პროფესიონალი კადრები, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება აქვთ სოფლის მეურნეობაში და ჩვენს კლიენტებთან უფრო მარტივად ურთიერთობენ და მუდმივად აწვდიან ინფორმაციას ჩვენი ბანკის შეთავაზებებსა და პროექტებზე,“ - განმარტავს „ბაზის ბანკის“ აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, ბრეგაძე აღნიშნავს, რომ ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის პორთველში აგროსესხების წილის ზრდაზე მუშაობას გეგმავს.
„ყოველწლიურად ხდება საბრუნავი საშუალებებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტების შეთავაზება, წელსაც დაგეგმილია მსგავსი ტიპის პროექტი, რომელიც 1-2 კვირაში ჩაეშვება. პირველი თებერვლიდან უკვე აქტიურია თხილის მწარმოებლებისთვის საბრუნავი საშუალებების სესხები, რომლითაც ფერმერებს საშუალება აქვთ შხამ ქიმიკატები, სასუქები და ა.შ. შეიძინონ. თხილის სექტორს საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა ბოლო პერიოდში, დაავადებები, ფაროსანა, ამავდროულად ის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია, ამიტომ ბანკი ამ სექტორის განვითარებაზე ზრუნავს. საერთო ჯამში, 2023 წელს აქტიური და ამბიციური გეგმები გვაქვს. გვინდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მორთვლილა აგროსესხების წილი 35-36%-მდე გაიზარდოს,“ - ამბობს შმაგი ბრეგაძე.