მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით

6447b7be26d73
BM.GE
25.04.23 15:22
5692
სტატიაში საუბარია:
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები სებ-ს უკვე წარუდგინეს. ჯამური მონაცემების მიხედვით, სექტორმა წელს 2 მილიარდის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. მიღებული შემოსავლიდან ბანკებმა 588 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წლიურად 42%-ით არის გაზრდილი.

პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკებს შორის ყველაზე დიდი 280 მილიონი ლარის წმინდა მოგება საქართველოს ბანკმა გამოიმუშავა. 210 მილიონი ლარის წმინდა მოგებით მეორე ადგილს თიბისი ბანკი იკავებს. ჯამში სექტორის ორ მთავარ მოთამაშეზე წმინდა მოგების 83% მოდის.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული 15 კომერციული ბანკიდან 13 მოგებაზეა, ორი ბანკი კი ზარალზე იმყოფება.

კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით:

1. საქართველოს ბანკი - 280 მლნ ლარი;
2. თიბისი ბანკი - 210 მლნ ლარი;
3. ლიბერთი ბანკი - 19.4 მლნ ლარი;
4. კრედო ბანკი - 15.2 მლნ ლარი;
5. ბაზის ბანკი - 11.7 მლნ ლარი;
6. ვითიბი ბანკი - 11 მლნ ლარი;
7. პროკრედიტ ბანკი - 10.4 მლნ ლარი;
8. ხალიკ ბანკი - 9.6 მლნ ლარი;
9. ტერა ბანკი - 8.3 მლნ ლარი;
10. ქართუ ბანკი - 5.5 მლნ ლარი;
11. იშ ბანკი - 5.1 მლნ ლარი;
12. ზირაათ ბანკი - 2 მლნ ლარი;
13. პაშა ბანკი - 0.2 მლნ ლარი;
14. პეისერა - -0.2 მლნ ლარის ზარალი;
15. სილქ ბანკი - -0.8 მლნ ლარის ზარალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები