მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვინდა "ვორკშოპების" დამატება“ – „პატარა მებაღეს“ გეგმები

643fdd4e02b4a
ნანუკა ნარიმანიძე
21.04.23 01:00
693
საბავშვო პროექტი „პატარა მებაღე“, რომელიც ბავშვის ბუნებასთან სიახლოვის გაღრმავებას უწყობ ხელს, "ვორკშოპების" დამატებას გეგმავს - ამის შესახებ პროექტის დამფუძნებელმა სოფიო ქაშაკაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

სტარტაპი პანდემიის დროს დაიბადა, ის მომხმარებელს სპეციალურ ყუთებს სთავაზობს, რომელშიც თიხის ქოთანი, სხვა ყველა აუცილებელი ატრიბუტი და სახალისო ინსტრუქციაა, რომლის მიხედვითაც ბავშვს თავად შეუძლია მცენარეების დარგვა.

„ხელს ვუწყობთ ბავშვებს, გაიღრმაონ ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნება, შეიყვარონ მცენარეები, განივითარონ მოტორიკა და ა.შ. უკუკავშირი, რომელსაც ბავშვებისგან ვიღებთ, ძალიან დამმუხტველია, სწორედ ამიტომ გვსურს სკოლებში ვორკშოპების გაკეთება და ამ მხრივ ბავშვების ცოდნის გაღრმავება“, - განმარტა დამფუძნებელმა.

სტარტაპის შექმნაზე საუბრისას, სოფიო ქაშაკაშვილი აღნიშნავს, რომ პანდემიამ კომპანიას დაბრკოლებები შეუქმნა.

„ვინაიდან იდეა პანდემიის დროს დაიბადა, ყველა მაღაზია დაკეტილი იყო, ამიტომ ყველა საჭირო მასალის ყიდვა ონლაინ მოგვიწია, თუ ჩანაფიქრი სხვა დროს 2-3 კვირას წაიღებდა, ჩვენ რამდენიმე თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ჩანაფიქრი რეალობაში მოგვეყვანა“, - ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მხოლოდ 2 წელია, რაც ბაზარზეა, პოპულარობით გამოირჩევა.

„ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე კორპორაციული შეკვეთა, 3 და 8 მარტს მზა მცენარეებსაც ვყიდდით, რამაც ძალიან დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, შევიძინეთ მუდმივი კლიენტებიც. ამის გამო, კონცეფცია ნაწილობრივ შეიცვალა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი, ისევ ბავშვების და ბუნების სიახლოვის გაღრმავებაა,“ - აღნიშნა დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, „პატარა მებაღის“ პროდუქციის შეძენა ონლაინ, Facebook და Instagram პლატფორმებზეა შესაძლებელი. კომპანია ორ ადამიანს ასაქმებს. სამომავლო გეგმებშია მაღაზია-სალონის გახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები