მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა, Rooms Batumi-ის ამ სეზონზე გახსნა მოვასწროთ - ლევან ბერულავა

6484b1f987bf6
მარიამ ვარადაშვილი
10.06.23 21:20
4253
„რუმს ჰოტელის" მმართველი დირექტორი ლევან ბერულავა BMGTV-ის გადაცემა “ბარში” სტუმრობისას ამბობს, რომ სურთ ბათუმში Room-ის ბრენდის სასტუმრო ამ სეზონზევე გახსნან.

20 მლნ დოლარის ღირებულების სასტუმროს გახსნა ჯერ კიდევ 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიამ და მისი გავლენით დაწესებულმა რეგულაციებმა სასტუმროს გახსნის თარიღი გადაავადა. 

“Rooms Batumi ძალიან ლამაზი შენობაა და განსაკუთრებულად გამორჩეულია ბათუმში, რადგან იქ მაღალსართულიანი შენობები მომრავლდა. შენობა პორტის წინ მდებარეობს და ხუთსართულიანია. როგორც ვთქვი ძალიან ლამაზი, ევროპული იერსახის შენობაა. სასტუმრო ბათუმური, თეთრი შენოობა იქნება. როგორც სხვა Rooms-ებს მასაც ექნება საკუთარი აუზი. სასტუმროს ასევე ექნება ორი რესტორანი, მათგან ერთი სახურავზე. რესტორანთან მიმართებით კონცეპტუალურად განსხვავებული მიდგომა გვექნება. სასტუმროში ჯამში 120 ოთახი იქნება. ზღვიდან გამომდინარე გვინდა გასტრონომიაც შესაბამის პროდუქტს დაეფუძნოს. რაც შეეხება გახსნის თარიღს, ვფიქრობთ ზაფხულის მეორე ნახევარს. ამ სეზონზე გახსნა უნდა მოვასწროთ”,-ამბობს ბერულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები