მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ კომპანია Rooms Holding-ი დატოვეს

ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა

ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ კომპანია Rooms Holding-ი დატოვეს. აღნიშნული ინფორმაცია BMG-ის თავად ვალერი ჩეხერიამ დაუდასტურა.

Rooms Holding-ში ვალერი ჩეხერიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა, ლევან ბერულავა კი, კომპანიის მმართველი დირექტორი იყო.

ვალერი ჩეხერიას შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გუნდთან ერთად, Rooms Holding-ში არაერთი პროექტის განხორციელება შეძლო.

„2021 წელს „აჭარა ჯგუფიდან“ წასვლის შემდეგ, როცა 2023 წელს ისევ დავბრუნდით კომპანიაში და ძალიან ბევრი ახალი გეგმით Rooms Holding-ი ცალკე გამოეყო ჯგუფს, ბევრი საქმის გაკეთება მოვასწარით - გაიხსნა ROOMS Batumi, რომელიც Rooms-ის მეოთხე სასტუმროა; ბაკურიანში ROOMS-კოხტას re-opening-ი გაკეთდა, განვავითარეთ ROOMS Bakery-ს მიმართულება. ასევე, შარშან გამოჩნდა ბაზარზე ROOMS-ის კიდევ ერთი ახალი მიმართულება ROOMS Catering-ის ბრენდის სახით. Rooms Hotel-ის ბონდების გამოშვებაც იგეგმებოდა. ასევე, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და სტუმარს ვუმასპინძლეთ ამ პერიოდში. მოკლედ, მიუხედავად, არაერთი გამოწვევისა ტურიზმის სექტორში და ზოგადად, ქვეყანაში, ძალიან წარმატებული ერთი წელი გვქონდა“, - თქვა bm.ge-სთან ვალერი ჩეხერიამ.

სამომავლო გეგმებზე ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა დღეს, 21:30 საათზე, BMGTV-ზე თელარა გელანტიას საავტორო გადაცემა „წერტილში“ ისაუბრებენ.

კომპანია ROOMS HOTELS-ს ახალი დირექტორი ჰყავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები