კომპანია ROOMS HOTELS-ს ახალი დირექტორი ჰყავს. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, აღნიშნული პოზიცია მარიამ ლაშაურმა დაიკავა. აქამდე ის ROOMS-ის სასტუმროებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
საქმე ის არის, რომ ROOMS HOTELS-ის დირექტორის თანამდებობა ვალერი ჩეხერიამ ოფიციალურად ივნისის ბოლოს დატოვა. მასთან ერთად, ჰოლდინგიდან წავიდა ლევან ბერულავა, რომელიც „რუმს ჰოლდინგში“ მმართველი დირექტორი იყო.
ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ კომპანია Rooms Holding-ი დატოვეს
ინფორმაციისთვის: ROOMS HOTELS-ი ყაზბეგის, თბილისის, კოხტას და ბათუმის ROOMS-ებს აერთიანებს. კომპანია ROOMS HOTELS-ის 100%-იანი მესაკუთრე „რუმს ჰოლდინგია“, რომელიც თავის მხრივ ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნის.