თბილისში, მუხიანის რაიონში, ბაირამაშვილის ქუჩაზე მდებარე მულტიფუნქციური ცენტრი - "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა - შესაბამისი ცვლილება ბიზნეს რეესტრში დღეს აისახა, რომლის მიხედვითაც კომპანია "ინდუსტრიული ქალაქმა", რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას "აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიის" საკუთრებაში იყო, ობიექტი მიჰყიდა შპს "რადიო ქალაქს", რომელიც 2026 წლის 6 აგვისტოს დაფუძნდა.
ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს "რადიო ქალაქის" დირექტორია ივანე ხვედელიძე, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილი.
უძრავი ქონების რეესტრის თანახმად, ობიექტის ჯამური ფართობია 24,485 კვადრატული მეტრი და ის მრავალფუქნციური დანიშნულების რამდენიმე შენობა-ნაგებობას და ღია სივრცეებს აერთიანებს.
რეესტრის თანახმად, ობიექტზე ვრცელდება თიბისი ბანკის იპოთეკა და საბანკო ვალდებულება ტერიტორიის ახალმა მფლობელმა უნდა დაფაროს.
























