23 სექტემბერს თემურ უგულავასადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნება.
AT.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენა Magnum Photos-ის გერმანელი ფოტოგრაფის, თომას დვორჟაკის აქამდე გამოუქვეყნებელ ფოტოების აერთიანებს, რომლებიც 2011-2018 წლებში რუმს ყაზბეგის, რუმს თბილისისა და სტამბას ტრანსფორმაციას ასახავს.
ინფორმაციაში წერია, რომ ექსპოზიციის ნაწილია ფოტოები თემურ უგულავას პირადი არქივიდანაც.
გამოფენის ოფიციალური გახსნა ოთხშაბათს, 19:00 საათზე გაიმართება და თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის სივრცეში 3 ოქტომბრამდე იქნება წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი თემურ უგულავა მიმდინარე წლის ივნისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.























