მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვინდა საქართველოს ბაზარი მთლიანად მოვიცვათ“ – რას სთავაზობს კვების ობიექტებს კომპანია SpaceM?

64302415a190e
ნანუკა ნარიმანიძე
09.04.23 23:05
988
SpaceM ქართული კაფე-რესტორნების მართვის პროგრამის მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 6 თვეა ოპერირებს და ობიექტების მფლობელებსა და მენეჯერებს კვების ობიექტის მართვაში ეხმარება. კომპანიას დღეისთვის 15 მსხვილი ობიექტი ჰყავს ჩართული და დამფუძნებელი ქართული პროფესიული პროგრამით საქართველოს ბაზრის სრულად ათვისებას გეგმავს. ამის შესახებ პროგრამის დამფუძნებელმა ანა ლიპარტელიანმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

„რესტორნების და კაფე-ბარების მართვის თანამედროვე პროგრამა, სულ რაღაც 6 თვეა ავამუშავეთ და უკვე ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამ ეტაპზე, სრულიად კონცენტრირებულები ვართ საქართველოზე და გვსურს ეს ბაზარი მთლიანად ავითვისოთ, თუმცა სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც“, - განმარტა დამფუძნებელმა.

კითხვაზე - რატომ გადაწყვიტა ამ პროგრამის შექმნა, ანა ლიპარტელიანი პასუხობს: "ბოლო 10 წელია სარესტორნო ბიზნესში ვარ. მივხვდი, რომ მიუხედავად ბაზარზე არსებული გამოწვევისა თუ მოთხოვნისა, პროგრამების უმრავლესობა აღარ განვითარდა და 2005 წლის დონეზე დარჩა, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე შემექნა ისეთი პროგრამა, რომელიც ბიზნესის ყველა მნიშვნელოვან დეტალს გაითვალისწინებდა და იქნებოდა მორგებული, როგორც დამფუძნებლებზე, ასევე მენეჯერებსა და მიმტანებზე", - თქვა მან.

გარდა ამისა, დამფუძნებელმა აქტუალურ პროგრამის სერვისებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებლები მიტანის სერვისისა და კალორიების გამოთვლის სისტემას იყენებენ.

„პროგრამა იმისთვის იქმნება, რომ დაიზოგოს ადამიანური რესურსი. დღეს ძალიან აქტუალურია მიტანის სერვისების სისტემა, აქამდე, ბუღალტრებს საკომისიოს გამოთვლა ხელით უწევდათ, ჩვენი პროგრამა კი მიტანის სერვისის ჩეკს თავისუფლად ითვლის. ასევე, ძალიან აქტუალურია პროგრამით კალორიების გამოთვლა, ჩავამატეთ კალორიების გამომთვლელი ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებელს კალორიების დათვლაში ეხმარება, რამაც ძალიან დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა“, - დასძინა მან.

ცნობისთვის,