მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა, სასტუმროს ნომრების რიცხვი 50-მდე გავზარდოთ - Hameau Mukhrani

Hameau Mukhrani

სოფელ მუხრანის ცენტრში არსებული სასტუმრო Hameau Mukhrani, რომელიც 2023 წლის სექტემბერში გაიხსნა უკვე გაფართოებას გეგმავს - ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერმა ანნა გაბაშვილმა BMG-ს განუცხადა.

“ჩვენი 18 ნომრიანი სასტუმრო გთავაზობთ ოთახების გამორჩეულ დიზაინს, რომელიც მოიცავს ხის, თიხის და სხვა მაღალი ხარისხის მასალების სინთეზს, რაც უზრუნველყოფს თბილ ატმოსფეროს. აღსანიშნავია რომ სასტუმრო განთავსებულია სოფელი მუხრანის შუაგულში და სტუმრებისთვის ქმნის ძალიან წყნარ და მყუდრო გარემოს დასასვენებლად. სამომავლოდ გაფართოებას ვგეგმავთ, რაც გულისხმობს ნომრების 50-მდე ზრდას”, - განაცხადა მან.

ამასთან, მენეჯერმა თქვა, რომ სასტუმრო გათვლილია საშუალოზე მაღალ სეგმენტზე, ნომრის ფასი კი სეზონიდან გამომდინარე 200-იდან 300 ლარამდე მერყეობს.

გაბაშვილმა მომხმარებლის დამოკიდებულებასა და ბაზარზე არსებულ სირთულეებზეც ისაუბრა.

“მიუხედავად სასტუმროს მხოლოდ ერთი თვის ოპერირებისა, უკვე გაგვიჩნდა ლოიალური მომხმარებელი და სასტუმრომ ვიზიტორების კეთილგანწყობა დაიმსახურა, ამ ერთი თვის მანძილზე სასტუმროს 50%-იანი დატვირთულობა ჰქონდა, დიდი მოლოდინი გვაქვს. რაც შეეხება სირთულეებს, ამჟამად ყველაზე დიდი გამოწვევა ბაზარზე კადრების დეფიციტია, რაც განპირობებულია მრავალი ფაქტორით”, - თქვა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმროში ასევე გაიხსნა რესტორანი, რომელიც არამარტო დამსვენებელს, არამედ გარე სტუმრებსაც მოემსახურება. სასტუმროს გაფართოებასთან ერთად იგეგმება რესტორნის გაფართოებაც. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები