მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობა

BM.GE
09.07.19 11:35
1541
ტურიზმის პრობლემების გარდა პესიმისტური მოლოდინები კიდვ ბევრი მიმართულებით გაჩნდა. ცნობილ კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთისგან ემბარგოს პასუხი ალბათ ახლაც ისევე როგორც 10 ან 15 თვის წინ უცვლელია, რუსეთისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. არსებული რეალობის შეფასებისას და კონკრეტული გათვლებით კი ღვინის ეროვნული საააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ექსპერტი გიორგი სამანიშვილი ფიქრობს, რომ გარკვეული იმპულსების მიუხედავად, რაც რუსული ბაზრიდან მოდის, ქართულ ღვინოზე ემბარგო მოსალოდნელი არ არის, თუმცა სამანიშვილი ამბობს, რომ იქნება პატარა პრობლემები, რაც ღვინის შეტანის პროცედურებთან არის დაკავშირებული.


მას შემდეგ, რაც რუსეთში ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი გამკაცრდა, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როცა „“როსპოტრებნადზორი“ ღვინის რიგ პარტიებს იწუნებს. როგორც bm.ge-თან ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა, მათთან ოფიციალური რუსეთისგან ინფორმაცია აგვიანებს, თუმცა კომპანიებისგან იციან, რომ ერთეულ შემთხვევებში უკვე მოხდა ქართული ღვინის დაწუნება და შესაბამის პარტიებს გარკვეული პროცედურების შემდეგ საქართველოში გამოაბრუნებენ.

ისევ ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებას და შეფასებას რომ მივუბრუნდეთ, სამანიშვილი ამბობს, რომ რუსულ ბაზარზე პრობლემების შექმნის გარკვეული იმპულსები არსებობს და ამაზე პასუხი ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დარგის რეფორმირება და მეღვინეების მხარდაჭერა. დარგს სჭირდება რეფორმა, ჩვენ თითქმის გავედით პოსტსაბჭოთა სტილის მეღვინეობიდან და გადავდივართ თანამედროვე „ევროპული“ სტილის მეღვინეობაში. უკან არ უნდა დავბრუნდეთ, ამაზე მუშაობაა საჭიროა. თუმცა ამავე დროს ბიემჯისთან საუბარში სამანიშვილი აღნიშნავს, რომ „ღვინის დარგს სჭირდება რეფორმა-კერძო სექტორი ფაქტობრივად არაფერში ჩართული არ არის“.

სად არის საქართველო, ქართული ღვინო და ბიზნესი.

სტუმარი: გიორგი ალადაშვილი - "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა", დამფუძნებელი

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები