მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის და ალკოჰოლური სასმელების 175 კომპანიიდან 13-ს სერტიფიცირებაზე უარი ეთქვა - სამინისტრო

5f155a29ca125
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.20 12:48
1260
ღვინის და ალკოჰოლური სასმელების 175 კომპანიიდან 13-ს სერტიფიცირებაზე უარი ეთქვა - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხარისხის მუდმივი კონტროლია.

„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პროცესების მიუხედავად, ღვინის ეროვნულ სააგენტოში არ შეფერხებულა ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობა. კერძოდ:

• მიმდინარე წლის 6 თვეში საექსპორტო პროდუქციის ინსპექტირება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 175 კომპანიაში განხორციელდა. სულ აღებული იყო 427 ნიმუში, სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა 13 კომპანიას.

• საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში ჩატარდა 118 დეგუსტაცია. სულ წარმოდგენილი იყო 4 131 ნიმუში, მათგან უარყოფითად მხოლოდ 202 შეფასდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად, 2020 წლის დასაწყისში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელები ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმდება, რაც განსაზღვრავს პროდუქცია არის თუ არა ყურძნისეული წარმოშობის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები