7 თვეში ღვინის ექსპორტი 4%–ით, მიღებული შემოსავალი კი 6%-ით გაიზარდა. 2019 წლის 7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, მისი ღირებულება კი 114,2 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60%, დიდი ბრიტანეთი - 39% ,ჩინეთი - 21% და პოლონეთი - 19%. რაც შეეხება ექსპორტიორი ქვეყნების ათეულს ლიდერის პოზიცია აქ კვლავ რუსეთს უჭირავს (29 132 711), რომელსაც უკრაინა და ჩინეთი მოსდევენ. 7 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 243-მა კომპანიამ განახორციელა.
სტუმარი: ლევან მეხუზლა - ღვინის ეროვნული სააგენტო, თავმჯდომარე


































