მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 25-დან 6 კომპანიას ხარისხის სერტიფიკატის გაცემაზე უარი უთხრა

624ff12f646dd
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.22 12:47
1085
2022 წლის პირველ კვარტალში ინსპექტირება განხორციელდა ღვინის 25 კომპანიაში, აღებული იყო 83 ნიმუში, სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა 6 კომპანიას - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. მათივე განმარტებით, საინსპექციო კონტროლი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

„გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas და SGS-ის მიერ ინსპექტირება გახორციელდა 14 კომპანიაში, სერტიფიკატი გაუუქმდა და ექსპორტზე უარი ეთქვა ღვინის 1 კომპანიას.

რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკურ ტესტირებას, ჩატარდა 60 დეგუსტაცია. შემოვიდა 2585 ნიმუში. დადებითად შეფასდა 2445 ნიმუში, უარყოფითად - 140.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს", - აცხადებენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები