მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ღვინის ექსპორტის ზრდა 10%-ის ფარგლებში შენარჩუნდება - ლევან მეხუზლა

63d0e3b3873ea
ელენე გოგბერაშვილი
25.01.23 20:00
588
ღვინის ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, წელს ღვინის ექსპორტის ზრდა გაგრძელდება და 10%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან მეხუზლა იმედოვნებს, რომ ის მოკლევადიანი ეფექტი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია და გასულ წელს რუსეთში ღვინის მეტი ექსპორტი განხორციელდა, გრძელვადიან პერსპექტივაში დაუბრუნდება იმ ტენდენციას, რაც ომამდე იყო. მისი თქმით, მთავრობის საშუალი და გრძელვადიანი მიზანია რუსეთში ღვინის ექსპორტი 40%-იან ნიშნულს ჩამოსცდეს.

„იმედი მაქვს, რომ ექსპორტის ზრდა გაგრძელდება და შენარჩუნდება 10%-ის ფარგლებში. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ ის მოკლევადიანი ეფექტი, რაც არის გამოწვეული უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით და შედეგად მივიღეთ, რომ 2022 წელს მეტი ექსპორტი რუსეთის მიმართულებით განხორციელდა, ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ დავუბრუნდებით იმ ტენდენციას, რომელიც ომამდე იყო. ომამდე ყოველწლიურად კლებულობდა რუსეთის წილი ჩვენს ექსპორტში.

ვფიქრობ, სასურველია ამ კონკრეტული ქვეყნის წილი 40%-ს ჩასცდეს. ეს არის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანი“, - აცხადებს ლევან მეხუზლა.

შეგახსენებთ, გასულ წელს 2021 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 5,5%-ით გაიზარდა და 252,5 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება. აღსანიშნია, რომ 2022 წელს რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა. კერძოდ, გასული წლის მდგომარეობით, რუსეთზე ღვინის ჯამური ექსპორტის 63.7% მოდის, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს ნიშნული 54.6% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები