მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ინდუსტრიაში საჭოთა კავშირის გავლენიდან გამოსვლა რთულია - “ქართული ღვინის სახლი”

6470ae4413058
ლიკა გურაბანიძე
26.05.23 17:55
707
“ღვინის ინდუსტრიაში ბევრი პრობლემაა და საბჭოთა კავშირის გავლენიდან გამოსვლა ძალიან რთულია” - ამის შესახებ BMG-ს "ქართული ღვინის სახლის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა ალექსიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, დღეს საქართველოს მეღვინეობაში საექსპორტო ბაზრების უდიდეს წილს რუსეთი, უკრაინა, ბელარუსია და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნები წარმოადგენენ და საჭიროა, რომ ქვეყანამ პირველ რიგში მაგალითად, ევროპასა და აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე იმუშაოს.

“ყველაზე დიდი პრობლემა ქართული ღვინის ცნობადობა და ხარისხთან დაკავშირებული იმიჯის საკითხია. საექსპორტო ბაზრებზე მაინც ყველას მიაჩნია და იმისი შიში აქვს, რომ ქართული პროდუქცია იმ ხარისხის არ არის როგორც მაგალითად ევროპული და აქედან გამომდინარე ყოველთვის სიფრთხილეს იჩენენ. ჩვენი კომპანია ცდილობს, რომ ეს დამოკიდებულება დეგუსტაციების საშუალებით შეცვალოს, რათა ცნობადობა ავამაღლოთ”, - აღნიშნა ირმა ალექსიძემ.

“ქართული ღვინის სახლი” წლიურად 6 მლნ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, საიდანაც 95%-ზე მეტი საექსპორტო ბაზრებზეა გათვლილი. კომპანია 25 სახეობის სხვადასხვა როგორც პრემიალურ, ასევე მას სეგმენტზე გათვლილ ღვინოს აწარმოებს. “ქართული ღვინის სახლი”-ს ფასები საექსპორტო ბაზრებზე 2 დოლარიდან 7 დოლარამდე, ხოლო ადგილობრივზე 10 ლარიდან 50 ლარამდეა. ღვინო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა აქტიურად გადის ჩინეთის, ისრაელის, მონღოლეთის, პოლონეთის, ავსტრიის და გერმანიის ბაზრებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები