მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის მარკეტინგული თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება 1 აგვისტომდეა - პირობები

64c0ff3d5c613
მარიამ ვარადაშვილი
26.07.23 15:45
797
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან 600 ათასი ლარის თანადაფინანსება მიიღონ.

პროგრამაში ჩასართავად კომპანიებს შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ:

- ბენეფიციარი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფს მეტი მარკეტინგული ხარჯის გაწევას, ვიდრე გასწია წინა საანგარიშო პერიოდში.

- მარკეტინგული ხარჯიც და ექსპორტის მოცულობაც დაითვლება საქართველოს, სუამის და დსთ-ის გარეთ არსებულ ბაზრებზე.

- ხარჯების ასანაზღაურებლად აუცილებელია ორივე პარამეტრის: ექსპორტის მოცულობა და მარკეტინგული ხარჯი, იყოს იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.

იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს წინა კალენდარული წლის და საანგარიშო პერიოდში არ აქვს გაწეული მარკეტინგული ხარჯი ან/და არ განუხორციელებია ღვინის ექსპორტი პროგრამის პირობების შესაბამისად, დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება არაუგვიანეს გასული 3 წლის განმავლობაში უკანასკნელად გაწეული მარკეტინგული ხარჯი და ექსპორტირებული ღვინის მოცულობა.

ქართული ღვინის პოპულურაზიციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი მიზნობრიობებით გაწეული მარკეტინგული აქტივობების თანადაფინანსებას: ქსელური ტიპის ობიექტებში მარკეტინგული ღონისძიებები;

ღვინის მაღაზიებში თაროების ბრენდირება, სავაჭრო ობიექტების კატალოგში განთავსება, ღვინის მაღაზიებში პროდუქციის სწორი პოზიციონირებისათვის საერთაშორისო კომპანიების დაქირავება და სხვა.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში BMG-ის უთხრეს, პროგრამას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც გასულ წელს გამოვლინდა. ამას გარდა, სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად პროგრამაში ისეთი ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა, როგორიც არის მაგალითად დოკუმენტების მიღების პროცესის გახანგრძლივება და სხვა.

მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში არ დაიანგარიშება საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში გაყიდული ღვინო და მარკეტინგული ხარჯები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები