“ღვინის ქარხანა N1”-ის ფინანსური დირექტორმა ქრისტი ჭანიაშვილმა საკვებ ობიექტში HACCP-ის სტანდარტების დანერგვაზე გადაცემა “ქალების ნარატივში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, ფასებზე მცირე გავლენას მაინც ახდენს.
„ბაზარი ძვირდება, შესაბამისად, ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული და გარდაუვალია ფასზე მცირედით მაინც არ აისახოს, თუმცა, მომხმარებელი, როცა შენთან მოდის ვალდებული ხარ, ისეთი სტანდარტებით შესთავაზო მომსახურება, რომ ზიანი არ მიაყენო, ამიტომ მომხმარებლის ხარჯზე ფასების საგრძნობლად გაზრდა არასწორია“, - განმარტავს “ღვინის ქარხანა N1”-ის ფინანსური დირექტორი.
ქრისტი ჭანიშვილი ასევე საუბრობს, როგორ შეიცვალა და განვითარდა ქართველი მომხმარებლის მოთხოვნები წლების განმავლობაში, ამიტომაც საკვები დაწესებულებების სერვისსა და ხარისხს ახლა უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე აქამდე.
„ქართველი მომხმარებლის მოთხოვნები უფრო გაიზარდა და დაიხვეწა, ის ყოველთვის იყო გურმანი, თუმცა, ახლა ცნობიერების გაზრდასთან ერთად, მას უფრო მეტად შეუძლია გემოს, ვიზუალისა და მომსახურების შეფასება, ეს მისასალმებელია. ჩვენც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვცდილობთ, რაც შეეხება HACCP-ის სტანდარტებს, ჩვენ მასზე მუშაობა იმაზე ადრე დავიწყეთ, ვიდრე სავალდებულო გახდებოდა. გვინდა, რომ მომხმარებელს მომსახურება მაღალ დონეზე მივაწოდოთ, ეს კი ამის საშუალებას უფრო მეტად მოგვცემს“, - ამბობს ის.