მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის სააგენტომ აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიისთვის Colangelo & Partners-ი დაიქირავა

625fba686d4ee
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.22 15:44
694
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Colangelo & Partners-ი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2022 წელწ მარკეტინგული კამპანია სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 14 წელზე მეტია ოპერირებს.

„2022 წელს, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობის და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინოზე მოთხოვნის გაზრდა. კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია მედია საშუალებებთან აქტიური კომუნიკაცია, სემინარები, ვებინარები, სასწავლო ღონისძიებები, გაყიდვების ხელშემწყობი აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინო ამერიკის ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება, სულ უფრო მეტი მომხმარებელი აგემოვნებს მას, განსაკუთრებული პოპულარობით ქვევრის ღვინო სარგებლობს“, - განმარტავენ სააგენტოში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ღვინის მოხმარების ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2021 წელს დაფიქსირდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები