მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის სექტორი - გამოწვევები და შესაძლებლობები

BM.GE
11.05.22 17:14
569
თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ღვინის ექსპორტის რუსეთზე დამოკიდებულება, 2005 წელთან შედარებით, 90%-დან 56%-მდეა შემცირებული, თუმცა დივერსიფიკაციის მიუხედავად, 2021 წელს რუსეთი, უკრაინა და დსთ-ის სხვა ქვეყნები საქართველოს ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები იყვნენ. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, მისი წილი ექსპორტში ასევე 10%-ს შეადგენდა. 

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ღვინის სექტორზე, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ომის დაწყებიდან პირველ თვეს - მარტში, 2021 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რუსეთში - 44%-ით, უკრაინაში კი 100%-ით შემცირდა, სამაგიეროდ 89%-იანი ზრდა გვაქვს დასავლეთ ევროპის მიმართულებით. 

რა უშლის ხელს ღვინის ბიზნესს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრების ათვისებაში და რა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას თიბისი კაპიტალი მიმოხილვაში? 

ცხადია, რუსეთ-უკრაინის ომს ნეგატიური გავლენა ექნება ღვინის სექტორზე საქართველოში. ისევ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას თუ დავიმოწმებთ, წელს გასულ წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი ჯამურად 20-დან 40%-მდე შემცირდება. 

რა მოლოდინი აქვს ამ მიმართულებით თავად კერძო სექტორს? 






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები