მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვირაბის მშენებლობის გამო, ალექსიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

გვირაბი

უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 იანვრის 23:00 საათიდან 31 მარტის ჩათვლით, ავტომობილების გადაადგილება ალექსიძის ქ. N5 და N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად შეიზღუდება, რის გამოც, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას ლევან ალექსიძის ქუჩის გამოყენებით ვეღარ შეძლებენ.

შეზღუდვის პერიოდში მძღოლები უნივერსიტეტის ქუჩიდან პირდაპირ დაუკავშირდებიან ქავთარაძის ქუჩას.

მერია წერს, რომ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები