"საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველდღიურად უწევს მუშაობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და საქართველოს მცდელობებს, შეზღუდონ აფხაზეთის დიალოგი პარტნიორებთან", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პროექტების დეპარტამენტის კოორდინატორმა, მილანა ხაშბამ განაცხადა.
როგორც მილანა ხაშბამ აღნიშნა, აფხაზეთისთვის დაბრკოლებების შექმნა დასავლეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, აფხაზური ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარეობს.
"ჩვენ გავაგრძელებთ სიმართლის თქმას, მოეწონება თუ არა ეს ცალკეულ პირებს. გავაგრძელებთ წინააღმდეგობის გაწევას არალეგიტიმური მცდელობების მიმართ, რომელიც ხელს უშლის, აფხაზეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში თავისი კანონიერი ადგილი დაიკავოს ", - ნათქვამია კომენტარში.