მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვჯერა, სირიაში ხელისუფლების შეცვლა არ იმოქმედებს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაზე" - ჯიოევი

სირია და ცხინვალი

"გვჯერა, რომ სირიაში ხელისუფლების შეცვლა არ იმოქმედებს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაზე", - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რესპუბლიკის პოზიციები სირიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არ დასუსტდეს.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სირიაში განვითარებულ მოვლენებს. გამომდინარე იქიდან , რომ ქვეყანაში საშინაო პოლიტიკური ვითარება კვლავ არასტაბილურია, ნაადრევია საუბარი იმაზე, რა მოხდება შემდეგ. სირიის ახალი მთავრობა ამჟამად მრავალი კითხვის წინაშე დგას. სამხრეთ ოსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რესპუბლიკის პოზიციები სირიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არ დასუსტდეს", - აღნიშნა მან პროპაგანდისტულ Sputnik-თან.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ სირიის ახალ მთავრობას მიმართა, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს. მსგავსი მიმართვა ამ ეტაპზე არ გაჟღერებულა "ქართული ოცნების" მხრიდან.

სირიის რეჟიმმა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა 2018 წელს ცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები