მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვსურს, აგროდაზღვევის გარდა ფერმერებს რისკების გადაზღვევის საშუალება სხვა პროგრამებითაც მივცეთ - თენგიზ ნასარიძე

ზარალი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების რისკების დაზღვევისთვის აგროდაზღვევის პროგრამის ალტერნტატიულ პროგრამებზე მუშაობას. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე აგროდაზღვევის აუდიტის ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

როგორც ნასარიძე აღნიშნავს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ისეთი პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც ფერმერებს არა მხოლოდ ზარალს აუნაზღაურებს, არამედ რისკების პრევენციის საშუალებასაც მისცემს.

“ბუნებრივია, 800 მილიონი ლარი ის ზარალია, რაც ქვეყანამ 10 წლის განმავლობაში მიიღო. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში არაერთი პროგრამა განხორციელებულა, მათ შორის სტაბილურად, როგორიც არის აგროდაზღვევა, ასევე კრიზისული სიტუაციების დროს როგორც შარშან გვქონდა დახმარების დამატებითი პროგრამა კახეთში სეტყვით დაზარალებული მოსახლეობისთვის.

ამასთან ერთად, უშუალოდ სადაზღვევო პროგრამების გარდა, დამცავი ღონისძიებების გატარებისთვის გვაქვს პროგრამები, როგორიცაა, მაგალითად, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები, და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხებიც გავააქტიუროთ, რათა არა მხოლოდ დაზღვევით, არამედ სხვა საშუალებებითაც მივცეთ ფერმერებს რისკების გადაზღვევის შესაძლებლობა”, - განმარტა თენგიზ ნასარიძემ თუმცა დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

ცნობისთვის, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2014-21 წლებში, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 33 847 დაზარალებულ ფერმერს ₾66.1 მლნ-ის ზარალი აუნაზღაურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები