ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი, წყალმომარაგების ესპანური კომპანია Aqualia საერთაშორისო ოპერირების არეალს აფართოებს. კომპანია იაპონიის ბაზარზე იწყებს ახალ პროექტს: ქალაქ ტოიოჰაშიში წყალგამწმენდი ნაგებობის რენოვაციას და აიჩის პრეფექტურაში ორი სადგურის 30-წლიან ექსპლუატაციას.
Aqualia-მ, Infroneer Holdings Co., Ltd.-ის ხელმძღვანელობით შექმნილ კონსორციუმთან ერთად, მოიპოვა ტოიოჰაშის წყალგამწმენდი სადგურის რენოვაციისა და აიჩის პრეფექტურაში მდებარე ორი წყალგამწმენდი სადგურის 30-წლიანი ოპერირების პროექტი. ეს კონტრაქტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან იაპონიაში, დასავლური კომპანიის ჩართულობით, პირველად აერთიანებს Build-Transfer (BT) მოდელს კონცესიასთან.
იაპონიაში შეთანხმებული კონტრაქტი ნერგავს ჰიბრიდულ Build-Transfer (BT) და ინოვაციურ მოდელს. პროექტის ფარგლებში აშენდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგური, რომელიც დღეში 80 000 მ³-ზე მეტ წყალს დაამუშავებს.
ტოიოჰაშის ქარხანა, რომელიც ფუნქციონირებს 1967 წლიდან, ყოველდღიურად ამუშავებს 80 000 მ³ წყალს ტოიოჰაშის, ტოიოკავას და შინშიროს ქალაქებისთვის, ემსახურება ჰიგაში მიკავას რაიონს (აიჩის პრეფექტურის აღმოსავლეთი ნაწილი).
პროექტის ფარგლებში აშენდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგური, რომელიც საკუთრებად გადაეცემა პრეფექტურას, ხოლო ექსპლუატაცია და მოვლა-პატრონობა განხორციელდება საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში. კონცესია გაგრძელდება 20 წლის განმავლობაში, რაც კერძო სექტორის გამოცდილების დახმარებით მდგრად და ეფექტურ მომსახურებას უზრუნველყოფს.
პროექტი ითვალისწინებს უახლეს ტექნოლოგიებს, IoT (Internet of Things) სენსორებისა და ჭკვიანი მონიტორინგის სისტემების დანერგვას, რაც უსაფრთხო და მდგრადი წყალმომარაგების გარანტიაა. მოდელი ასევე მოიცავს კრიზისების მართვას ანტისეისმური დიზაინის შესაბამისად, ხელს უწყობს ჰიბრიდული ენერგიის გამოყენებას და უზრუნველყოფს ინტეგრირებულ მართვას, რომელიც წყლის რესურსების მენეჯმენტს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებასთან აკავშირებს.
Aqualia უკვე 19 ქვეყანაში ოპერირებს (ალჟირი, საუდის არაბეთი, კოლუმბია, ჩილე, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, იაპონია, მექსიკა, ომანი, პერუ, პორტუგალია, კატარი, ჩეხეთი და რუმინეთი) და მდგრადი ინფრასტრუქტურის მეშვეობით მომსახურებას მსოფლიოს 45 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს.
წლების განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური გაფართოების შედეგად, მათ შორის შეერთებულ შტატებში (2024) და საქართველოში (2022), Aqualia აგრძელებს საერთაშორისო განვითარების სტრატეგიას, ზრდასა და ფინანსურ სიძლიერეს. კომპანიის საერთაშორისო მიმართულებამ მთლიანი შემოსავლის თითქმის ნახევარი შეადგინა და 2024 წლის ბოლოს 731 მილიონ ევროს მიაღწია.
![]()




























