მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„GWP-ს ქალაქში ძალიან დიდი პრობლემები აქვს"-კახა კალაძე

თბილისის მერი

„GWP-ს ქალაქში ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ყველა უბანში მიწისქვეშა კომუნიკაციები ამორტიზებულია“,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემიდან გამომდინარე, ყველა დიდი პროექტის განხორციელებამდე, კომპანიასთან მერიას ქსელის მოწესრიგების მოთხოვნა აქვთ.

„GWP-ს ძალიან დიდი პრობლემები აქვს ქალაქში. ყველა უბანში, ყველა ქალაქში არის ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ჩვენ, სადაც რეაბილიტაციით შევდივართ, პირველი რასაც ვაკეთებთ და კომპანიას ვთხოვთ, ეს არის თავიანთი ქსელის მოწესრიგება, გამოცვლა, ახალი პროექტების განხორციელება. იგივე ხდება ბაგებში, სადაც დაწყებულია სამუშაოები. რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია, რომ მათი ქსელი ქალაქში ამორტიზებულია, საჭიროებს განახლებას და რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან და ყველა იმ პროექტში სადაც შევდივართ, კომპანია მოგვყვება და აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს.

ეს არ არის სამწუხაროდ პირველი შემთხვევა. იმიტომაა, სადაც შევდივართ, პირველი რაც კეთდება, ეს არის ქსელის გამოცვლა და ახალი კომუნიკაციების გაკეთება“, -აცხადებს კალაძე.

მისივე ცნობით, GWP-ს მხრიდან მოთხოვნა, რომ სამუშაოები აწარმოონ ძალიან ხშირია, თუმცა თბილისის მერი აცხადებს, რომ ქალაქში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. კიდევ სხვა ლოკაციაზე დამატებით ფრონტის გახსნა გადაადგილებისა და საცობების კუთხით პრობლემას შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები