მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყლის შეწყვეტის გამო სილამაზის სალონებში ჯავშნები გაუქმდა - სალონების ფედერაცია

სილამაზის სალონი

"გარკვეული უბნები წყლის გარეშე დარჩა. შესაბამისად, ამ უბნებში არსებული სილამაზის სალონები წყლის გარეშე ვერ იარსებებენ", - ამის შესახებ "სილამაზის სალონების ფედერაციის" დამფუძნებელმა განაცხადა. თამუნა შარაშენიძემ BMG-სთან აღნიშნა, რომ სილამაზის სალონების ნაწილში ჯავშნები გაუქმდა.

"ეს არის ჰიგიენური მოთხოვნის ობიექტები, სადაც წყალია აუცილებელი. ჯავშნები გაუქმდა და ამან ბიზნესის შემოსავლებზე გავლენა იქონია. გარკვეულ უბნებში, სადაც გრაფიკია დაწესებული, იგებენ და მომხმარებლები ამის მიხედვით ეწერებიან. გუშინ ბევრ ინსტანციაში დარეკეს [სალონებიდან], როდის იქნებოდა კონკრეტულ მისამართზე წყალი. ამის მიხედვით დაუკავშირდნენ მომხმარებლებს და ისინი ამის მიხედვით დაიბარეს", - განაცხადა თამუნა შარაშენიძემ.

"სილამაზის სალონების ფედერაციის" დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ დაწესებულებებს რეზერვუარები არ აქვთ.

"ჩვენი ობიექტები მცირე ზომისაა, რომელთა უმრავლესობას წყლის რეზერვუარების ფუფუნება არ აქვს. არის ობიექტები, რომლებიც დიდი ობიექტების ფრთის ქვეშ არის მოთავსებული და ამ შემთხვევაში არის ხოლმე გარკვეული შესაძლებლობები, თუმცა უმრავლესობა რეზერვუარების გარეშეა", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები