საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ახალი არჩევნების 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს. „გზა ახალი არჩევნებისკენ“ - ამ სათაურით გადასადგმელ ნაბიჯებს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს, რომელშიც საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტებიცაა გაწერილი.
გეგმა მოიცავს:
- არჩევნების პირობების დაწესებას
- საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადებას
- საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვას
- პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის
- ერთიანი საარჩევნო პროგრამა - „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები:
- პოლიტპატიმრების გათავისუფლება
- რუსული კანონების გაუქმება
- სამართლიანი სასამართლოს აღდგენა