„ვისოლი“ საქართველოში ავტოსპორტის განვითარებას განაგრძობს და ახალი კამპანიით - „გზა შენია“ მრბოლელების პროფესიულ განვითარებაზე, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაზე, მათ საერთაშორისო თუ ადგილობრივ წარმატებაზე, საავტომობილო შეჯიბრებების მხარდაჭერასა და ზოგადად ავტოსპორტის პოპულარიზაციაზე ახალი შემართებითა და ინოვაციური პლატფორმებით იზრუნებს.
„„ვისოლი“ 2012 წლიდან ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერია. ჩვენთან ერთად დაიწყო სპორტული კარიერა დღეს უკვე საერთაშორისო ასპარეზზე ტიტულოვანმა მრბოლელებმა. „ვისოლთან“ ერთად განვითარდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობუილო შეიბრი King of Drift-იც და მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ავტოსპორტი კიდევ უფრო პოპულარულ სპორტად ვაქციოთ ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჩვენ ერთადერთი ქართული ბრენდი ვართ ნავთობბაზარზე, რომელიც უკვე 26 წელია ზრუნავს საქართველოში უახლესი სტანდარტების დამკვიდრებას როგორც საწვავი პროდუქტის ხარისხის, ისე მომსახურების კუთხით. ჩვენ გვეამაყება, რომ ყველაზე წარმატებული ავტომრბოლელები სწორედ ჩვენი საწვავით ავლენენ თავიანთი ავტომობილების შესაძლებლობების მაქსიმუმს საქართველოშიც და ბრწყინავენ უკვე საერთაშორისო პოდიუმებზეც.“ აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
„გზა შენია“ კამპანია მრავალშრიანი პლატფორმაა. ის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში იშლება, სადაც ერთ-ერთი მთავარი რგოლი „ვისოლის“ YouTube არხი და ცნობილ მრბოლელთან, დათა ქაჯაიასთან ერთად შექმნილი „სუპერ ტესტია“. ეს არის სრულფასოვანი მედიაპროდუქტი, სადაც სარბოლო გამოცდილება და ტექნიკური დეტალები ემოციურ სთორითელინგად იქცევა. ამასთან ერთად, კამპანია მოიცავს „ვისოლის“ ახალგაზრდა მრბოლელთა გუნდის მხარდაჭერას, ბრენდირებულ სარბოლო იდენტობას, გარე რეკლამას, ციფრულ პლატფორმებსა და სპორტულ ღონისძიებებს, რომელთა შორის ყველაზე მსხვილი და მრავალწლიანი პროექი King of Drift-ია. „ვისოლი“ საქართველოში ფორმულა 1-ის საერთაშორისო რბოლების ტრანსლაციის სპონსორიცაა.

„"გზა შენია" კამპანიის ინსპირაცია იმ ფილოსოფიიდან მოდის, რომელსაც „ვისოლი“ როგორც ბრენდი ატარებს – ჩვენ არ ვართ მხოლოდ საწვავის მომწოდებელი, ჩვენ ვქმნით გარემოს და გზაზე ყოფნის სრულფასოვან ეკოსისტემას. მნიშვნელობა არ აქვს, რეკორდებს ამყარებ თუ ყოველდღიურ მარშრუტს გადიხარ, „ვისოლი“ ის თანამგზავრია, რომელიც საჭირო ენერგიას გაძლევს და გიმარტივებს პროცესს. ჩვენი გზავნილიც მარტივია: შენი გზა ინდივიდუალურია, ჩვენ კი ვქმნით პირობებს, რომ ის წარმატებული და კომფორტული იყოს. YouTube არხის შექმნაც ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან ავტოსპორტი ძალიან დინამიკურია და ახალი პლატფორმით მოვიხსენით დროისა და ფორმატის შეზღუდვები. გვსურს, ეს არხი დროთა განმავლობაში სრულფასოვან მედიაპლატფორმად იქცეს ამ სფეროს მოყვარულთათვის. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია უცვლელია – „ვისოლი“ რჩება ბრენდად, რომელიც არა მხოლოდ სპონსორია, არამედ სისტემურად ავითარებს ამ ავტოსფეროს და აკავშირებს მას ტექნოლოგიებთან და მომხმარებლის ყოველდღიურ გზასთან.“ - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის’ მარკეტინგის ხელმძღვანელი ჯაბა ბოკუჩავა.
„გზა შენია“ კამპანიის ფარგლებში დღეს „ვისოლის“ მრბოლელთა გუნდს წარმოადგენს:
- სანდრო თავართქილაძე – 13-გზის საქართველოს ჩემპიონი წრიულ რბოლაში და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მრბოლელს. სანდრო 7-ჯერ დასახელდა საქართველოს საუკეთესო მრბოლელად. მისი დებიუტი 2012 წელს შედგა და მხოლოდ 13 წლის იყო, როცა ვისოლის სახელით მონაწილეობდა ფორმულა 1-ის საქართველოს ჩემპიონატში. პირველი ჩემპიონობაც 2016 წელს „ვისოლის“ სახელით მოიპოვა. გასულ კვირას კი სანდრო თავართქილაძემ NASCAR-ის საერთაშორისო რბოლის პირველ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა ერთ-ერთ კატეგორიაში.
- გიორგი გახელაძე – ენდუროს მიმართულების მრავალგზის ჩემპიონი და უნიკალური შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი, რომელმაც 2024 წელს, „ვისოლის“ მხარდაჭერით, შავი ზღვა მოტოთი გადაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
- გიორგი კოდუა – 2024–2025 წლების „დრიფტის მეფე“ და დრიფტის არაერთგზის ჩემპიონი, ავტომობილის მართვა 11 წლის ასაკში რომ დაიწყო და 15 წლიდან უკვე ექსტრემალური მართვის სერტიფიკატი აქვს მიღებული. მისი პირველი სპონსორიც „ვისოლი“ იყო.
- სანდრო ფოფხაძე – პროფესიონალ დრიფტერი, რომელიც დრიფტის დისციპლინაში უკვე მეოთხე წელია ასპარეზობს და წამყვან პოზიციებს იკავებს.
- სანდრო ქაჯაია – ახალგაზრდა და პერსპექტიულ მრბოლელი, რომელიც 12 წლის ასაკში უკვე კარტინგით ასპარეზობდა რუსთავის ავტოდრომზე და კარტინგში საქართველოს ორი ჩემპიონატი მოიგო.





























