მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზა სულ არის მიაღწიო წარმატებას ბიზნესში

5fa8e986372f9
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.20 11:45
1416
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესი დაიწყო, იმისთვის რომ ჰობი საქმედ გაიხადო და განავითარო? ალბათ, ბევრი იტყვის, რომ უმთავრესი ფინანსური რესურსია, თუმცა ხშირად გვსმენია წარმატებულ ბიზნესისტორიებზეც, როდესაც დღეს უკვე ცნობილი კომპანიები და ბრენდები მათ დამფუძნებლებს მხოლოდ იდეით, მონდომებით და ენთუზიაზმით წამოუწყიათ. მიზანდასახულობით კი, იმ შედეგებისთვის მიუღწევიათ, რაც დაუსახავთ.

არ გაჩერდე! გუშინ, დღეს, ხვალ - მუდმივი მოძრაობა, განვითარება, გამოწვევების დაძლევა და ცოდნა იმისა, რომ ყველა გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი სხვა გზა სულ არის! სწორედ ამ გზას და ბიზნესის განვითარების ამ ხედვას ირჩევენ წარმატებული დიდი, თუ მცირე ბიზნესები. ეს კი განსაკუთრებით ახლა, COVID-პანდემიის დროს უფრო გამოჩნდა.

ყველა ბიზნესი აღიარებს, რომ პანდემიამ ისინი სხვადასხვა სირთულის წინაშე დააყენა. ბევრმა მათგანმა გამოწვევა შესაძლებლობად აქცია, ბევრი უბრალოდ არ დანებდა, ნაწილმა კი უმოქმედობის პერიოდი ახალი პროექტების განვითარებისთვის გამოიყენა...

დღეს გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად გარემოებებისა, არ გაჩერდნენ და საკუთარი მიზანდასახულობით თუ დიდი შრომით, ყველას დაანახეს, რომ გზა მართლაც სულ არის.


ატელიე და მაღაზია NANNA-ს მფლობელი ნანა სირბილაშვილი:

„ატელიე 9 წელია, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის ქალის სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს ამზადებს. ჩვენი ბრენდის მაღაზია გვაქვს ბათუმში... საუკეთესო ქსოვილი და მაღალი ხარისხის შესრულება, თავდაუზოგავი შრომა და პასუხისმგებლობა - სწორედ ესაა ჩვენი წარმატების ფორმულა.
რა თქმა უნდა, ბიზნესის კეთებისას, არაერთ სირთულეს გადავყრივართ, განსაკუთრებით ახლა - პანდემიის პერიოდში, თუმცა ამ სირთულეებთან გამკლავების ძალას ყოველთვის საქმისადმი არანორმალური სიყვარული მაძლევდა. არ ვჩერდებოდი და ხვალინდელი დღის იმედით ვაგრძელებდი 9 წლის წინ წამოწყებული საქმის განვითარებას და სრულყოფას. სწორედ ამიტომ თბილისში ახალი მაღაზიაც გავხსენით“.


საკონდიტრო „გურმეს“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო მამულაშვილი:

„საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანია „გურმე“ ქართულ ბაზარზე 9 წელია, რაც ოპერირებს. დღეისთვის 45 ადამიანს ასაქმებს და მომხმარებელს თავის ნაწარმს 4 ლოკაციაზე სთავაზობს. ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ პანდემიის პერიოდს დაემთხვა - ჩვენ ჩვენი 1 200 მ2-ზე განთავსებული წარმოება შევიძინეთ, რომელიც წლის ბოლოსთვის ISO-ს სერტიფიკატით იმუშავებს. „გურმეს“ მიზანი წლიდან წლამდე ხარისხის გაუმჯობესება იყო. ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდით მაღალ სტანდარტებს და ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია ბაზარზე მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, ეს „გურმეს“ მთელი გუნდის დამსახურებაა, რომელიც მთლიანადაა ჩართული პროცესში და მათი იდეები გათვალისწინებულია საწარმოო პროცესსა და ბიზნესის განვითარებაში. ამ პროცესში გვქონდა გამოწვევებიც, რომელიც ერთად თავდაუზოგავი შრომით დავძლიეთ. ბიზნესის წარმოების პროცესში დიდ ძალას კონკურენცია მაძლევდა, რადგან მაღალი კონკურენციის პირობებში უფრო მეტი გამოწვევის გადალახვა გვიწევს და არ ვეშვებით, ვუყურებთ ჩვენს კონკურენტებს და ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ“.


კომპანია „მესხური ბრენდის“ დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე:

„პირველი მესხური ღვინო ჩვენს ოჯახში 2009 წელს ჩამოვასხით. ამ ბიზნესის დაწყება, ალბათ ყველაზე რთული იყო, რადგან ზუსტად ვიცოდით, რომ ყველაზე დიდ შედეგს 10 წელში დავდებდით. ასეც მოხდა და დღეს ღვინო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფასებული და მოთხოვნადია, თუმცა მთელი ეს ათწლეული ერთხელაც, რომ დამეხია უკან და ბიზნესი პოტენციურად წამგებიანად ჩამეთვალა, დღეს მესხური ღვინის შესახებ არავის ეცოდინებოდა და არც მესხური აღდგენილი ტერასების ხილვის საშუალება არ გვექნებოდა; ეს ყველაფერი, ალბათ, კიდევ საუკუნით გადაიწევდა.

წარმატების მიზეზი კი მიზანდასახულობაა, რომელიც შენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება. მე შევასრულე პროექტი, რომელმაც დამარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია დაუღალავი და კარგად დაგეგმილი შრომა. ახლა უფრო რთულ პროექტებს შევეჭიდე - ახალციხეში, ახალციხის ციხის მიმდებარედ („რაბათის უბანში“) ავაშენე მარანი, რომელზეც სასტუმროს 2 სართული, 20 ნომერი უნდა დაშენდეს და ახლაც მკაცრად, ჯიუტად დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას რამდენიმე წელიწადში აუცილებლად მივაღწევ.

შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი მაშინ დავიწყეთ, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, შემოსავალი იყო მინიმალური და საარსებო, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებებით და სწორი გათვლებით 15 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბანკის მომხმარებლები ვართ. რაც დრო გადის სესხის მოცულობა მის მიზნობრიობასთან ერთად იზრდება, ამასთან იზრდება შემოსავლებიც. დღეს საქართველოს ბანკი ჩემი პარტნიორი და ინვესტორია და ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ 4 წლის შემდეგ, რა შედეგი მექნება და რას გავაკეთებ 10 წლის შემდეგაც“.


კლინიკა „მაჟეს“ ხელმძღვანელი მარიამ თოფურია:

„ქირურგის დამოუკიდებელი პრაქტიკა და პარალელურად კლინიკა „მაჟე“-ს მართვა ორი წელია რაც დავიწყე. წარმატება არც ერთ სფეროში იოლად არ მიიღწევა, მითუმეტეს მედიცინაში. ჩემს შემთხვევაში დიდი როლი მიუძღვის, როგორც ოჯახურ ტრადიციებს, ასევე განათლება-პრაქტიკის უწყვეტ პროცესს. საბედნიეროდ, მე მომიწია ისეთ კორიფეებთან და ლიდერ კლინიკებში სწავლა და მუშაობა, რომლებშიც მოხვედრა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად მიზნად მქონდა დასახული. ასეთებია: ბევერლი ჰილზის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, თურქეთის განუმეორებელი სკოლა, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ბრაზილიის, ისრაელის, ესპანეთის, საფრანგეთის წამყვანი ქირურგები. ბევრ მათგანთან მოხვედრა არარეალურად მეჩვენებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა საყვარელი საქმის სიყვარული შეუმჩნეველი არ დარჩა და ერთ წარმატებას სხვა საოცნებო შემოთავაზებები მოჰყვა.

მიზანსწრაფვა, შრომისმოყვარეობა, კრეატიულობა, პრინციპულობა, განათლება და რაც ყველაზე მთავარია, საქმის უსაზღვრო სიყვარული - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რის გარეშეც ძნელია წარმატებაზე ფიქრი. დღეს ყველა სფეროში და მათ შორის, მედიცინაში, ძალიან დიდი კონკურენციაა, ამიტომ, შენი ოცნებების და მიზნების მისაღწევად მუდმივად ახლის ძიებასა და შესწავლაში უნდა იყო ჩართული.

აუცილებელია, იპოვო საყვარელი საქმე, რომლის კეთებაც იმხელა ბედნიერებას განიჭებს, რომ თანმხლები სტრესი დააბალანსო. წარმატება მიიღწევა მაშინ, როცა ემსახურები იმას, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გიყვარს, ასეთ დროს სამომავლო სტრატეგია ბევრად ორგანულად იწერება“.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები