მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გზების გამწმენდი ძვირად ღირებული ტექნიკის ყიდვა არამიზნობრივი ხარჯია - ბათუმის საკრებულოს წევრი

ზურა ნაკაიძე

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ ნაკაიძე თვლის, რომ 4-5 დღის გამო დამატებითი ტექნიკის ყიდვა არამიზნობრივი ხარჯია.

ნაკაიძემ თქვა, რომ ამ ტექნიკის ყიდვა და შენახვა დიდი ხარჯია და მერე, რამდენიმე წელი მისი გამოყენება აღარ ხდება.

„იყო წუხილი, ელემენტარული კომფორტი არ ჰქონდა ხალხს, მანქანით ვერ გამოვიდნენ თურმე 4 დღე და ამის გამო ილანძღებოდა ზოგიერთი სოციალურ ქსელში.

მათ მინდა ვუთხრა [ვინც ამბობს], რატომ არ იყიდეს ეს, რატომ არ იყიდეს ის?.. წინააღმდეგი ვიქნები, რომ 4-5 დღის გამო ჩვენ ვიყიდოთ 10-20 მლნ-იანი ტეხნიკა და დავაყენო 4-5 წელი ტყვილა. ეს არის არასწორი, ამას ყველა აუდიტი დაგიწერს, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა. ეს არის სახელმწიფო მიდგომა, რასაც ვაკეთებთ ჩვენ “, - განაცხადა „ოცნების“ საკრებულოს წევრმა ზურაბ ნაკაიძემ. [სტილი დაცულია].

იქამდე, "ლელოს" დეპუტატმა, ვაჟა დარჩიამ მოითხოვა, რომ დამატებითი ტექნიკა შეეძინა ავტონომიურ რესპუბლიკას, რადგან დიდთოვლობას რეგიონი ვერ გაუმკლავდა.

ცნობისთვის, ბათუმში კვლავ რთული სიტუაციაა – პრობლემები რჩება გადაადგილების კუთხით. გზები იწმინდება ცენტრალურ ნაწილში. მესამე დღეა, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. კვლავ დაკეტილია კომერციული ობიექტების ნაწილიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები