მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების გარკვეული მონაკვეთების მშენებლობის შემოწმებისას დარღვევები დაფიქსირდა - აუდიტი

631ca87aa233f
BM.GE
11.09.22 10:00
1284
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის 2021 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში, მშენებლობა-პროექტირების კონტრაქტების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების რეაბილიტაციისა და გაუმჯობესების მიმდინარეობის მიმოხილვასაც მოიცავს, სადაც წერია, რომ ტექნიკურმა ექსპერტმა, გზების გარკვეული მონაკვეთების მშენებლობის შემოწმებისას დარღვევები აღმოაჩინა.

საუბარია ჟინვალი-ბარისახო-შატილისა და ხიდისთავი-ატენი-ბოშურის მონაკვეთზე.

"ჟინვალი-ბარისახო-შატილი (16 კმ – 25.5 კმ) − ადგილზე დათვალიერების შედეგად ტექნიკურმა ექსპერტმა გამოავლინა შემდეგი შეუსაბამობები: გარკვეული სამუშაოები შესრულებული იყო დაბალი ხარისხით; რკინაბეტონის კიუვეტებზე შეინიშნებოდა სეგრეგაციის ნიშნები, რაც გამოწვეული იყო რკინაბეტონის მილების შეერთებასთან დაკავშირებული დაბალი ხარისხის სამუშაოებით, რის გამოც გამსვლელ მილში წყალი ვერ ხვდებოდა; გზის გარკვეული მონაკვეთების გეომეტრიული მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საპროექტო მონაცემებისგან; გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხი იყო დაბალი, ტროტუარის სიგანე არ შეესაბამებოდა საქართველოში მოქმედ სამშენებლო სტანდარტებს და ნორმებს; საყრდენი კედლის ზომები უმნიშვნელოდ აღემატებოდა საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; შეინიშნებოდა დაზიანებული ასფალტის საფარი; ასფალტის საფარის გეომეტრიული მახასიათებლები არ შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; მილის ქანობი მცირედით აღემატებოდა საპროექტო მონაცემს; შეინიშნებოდა დაზიანებული გამსვლელი სათავისის კედელი; კედლის სისქე არ შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ხიდისთავი-ატენი-ბოშურის (12.4 კმ – 22.5 კმ) გზის მონაკვეთზე გამოვლინდა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება: მდებარეობა პკ1+320-პკ1 +285 − საყრდენი კედლის არმირებას დამცავი ბეტონის ფენა არ ჰქონდა", - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები