მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი" - პაატა ბურჭულაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძე გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს. შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძე ავრცელებს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მას რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან, რეალურად კი მსვლელობაში მონაწილეობდა და პარლამენტის წინ საერთოდ არ ყოფილა.

"გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! ეტყობა გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000 ლარიანი ჯარიმით! პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.

გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან. კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერა ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ ალბათ მალე. ამასაც გავუძლებთ! ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს", - ავრცელებს პაატა ბურჭულაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები