მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზისპირა ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გამკაცრებული წესებით შემოწმდებიან - კანონპროექტი

ტრაილერი

გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება. კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პარლამენტში უკვე დაინიციირდა.

პროექტის თანახმად, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირებას M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები გზისპირა ზონებში შემდეგ მონაცემებზე შემოწმდება:

  • სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების დაცვა;
  • მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების შემოწმება;
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები;
  • ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა;
  • ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა.

კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმები 500-დან 5 000 ლარამდეა.

გზისპირა ზონებში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შს სამინისტროსთან კოორდინაციის გზით განხორციელდება.

ამავე პროექტის მიხედვით, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დარღვევა პირველ, მეორე და მესამე ხარისხის დარღვევად დაიყოფა - აღნიშნული დარღვევის სახეები კი, განსაზღვრული არ არის და მთავრობის ნორმატიული აქტით კანონპროექტის მიღების შემდეგ განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები