მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰაბს არ ქმნის აეროპორტი, ჰაბს ქმნის ავიაკომპანია" - ავიაციის ექსპერტი

ასანიძე

"ჰაბს არ ქმნის აეროპორტი, ჰაბს ქმნის ავიაკომპანია", - ამის შესახებ ავიაციის ექსპერტმა, ირაკლი ნასიძემ "საქმის კურსთან" განაცხადა. მთავრობის გეგმა, ახალი აეროპორტი ააშენოს, ექსპერტმა შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე არცერთი ავიაკომპანია არ ფუნქციონირებს, რომელიც ჰაბურ სისტემას შექმნის.

"დღესდღეობით საქართველოში არცერთი ავიაკომპანია არ არის, რომელიც ჰაბურ სისტემას შექმნის. თუნდაც რეგიონალური მასშტაბის ჰაბზე რომ ილაპარაკო, ამის რეალური სურათი დღესდღეობით საქართველოში არ არის. მხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნით ან ახალი აეროპორტის აშენებით არ მგონია, ჰაბი გავხდეთ", - აცხადებს ირაკლის ნასიძე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავარი გამოსავალი ქართული ავიაკომპანიების შექმნა და ახალი ინვესტიციებია.

"უნდა იყოს ქართული ავიაკომპანია, რომელიც თბილისში ბაზირებული იქნება და სტრატეგიული ზრდის გეგმა ექნება. როგორ უნდა შექმნა ქართული ავიაკომპანია? ერთ-ერთი მთავარი ტრენდი არის, რომ მოთხოვნა, რაც ჩვენს შემთხვევაში 51%-ის საქართველოს მოქალაქეების კუთვნილებაში უნდა იყოს, მოიხსნას. თუ ეს მოიხსნება ან შემცირდება, კომპანიები, შესაძლოა, მოიზიდო", - აღნიშნა ირაკლი ნასიძემ.

ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე მთავრობა ახალი აეროპორტის აშენებას აპირებს.ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს, ქვეყანაში საავიაციო სფერო განავითაროს და საქართველო რეგიონში "საავიაციო ჰაბად" გადააქციოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები