დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, ეკა ადამიანის განცხადებით, "ჰაერის დაბინძურების უმთავრესი ფაქტორი გამონაბოლქვია".
ადამიას კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოში მთლიანი ავადობის 30% და სიკვდილიანობის 23% გარემოს მავნე ზემოქმედებასთან არის პირდაპირ კავშირში. ჰაერის დაბინძურება ურბანულ დასახლებებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოადგენს ისეთი დაავადებების განვითარებისთვის, როგორიც არის გულსისხლძარღვთა, რესპირატორული, სიმსივნური დაავადებები, ალერგიული დაავადებები, რაც საერთოდ სიკვდილიანობის 93%-თან არის ასოცირებული.
როდესაც ჩვენ ვხედავთ ავტომობილიდან გამოსულ ცუდი ფერის და სუნის კვამლს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ გარემოს დაბინძურება, ეს არის მიკროსკოპული ნაწილაკები, რომელიც სუნთქვისას ხვდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა სახის ფარულ თუ ხილულ დაზიანებებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ანთებითი პროცესები და ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. განსაკუთრებით კი საშიშია მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის“, - განაცხადა ეკა ადამიამ.
ცნობისთვის, დღეს, მთავრობამ განაცხადა, რომ 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.




























