ლუდის მწარმოებელმა კომპანია “ჰაინეკენმა” რუსეთში ბიზნესი €1-დ, 1.5 წლის წინ დადებული პირობის თანახმად გაყიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. ჰოლანდიური კომპანია ამ გადაწყვეტილებით 300 მილიონს ევროს იზარალებს.
როგორც “ჰაინეკენის” წარმომადგენლები აცხადებენ, რუსული ბაზრიდან გამოსვლის პროცესმა იმაზე დიდი დრო წაიღო, ვიდრე იმედოვნებდნენ, თუმცა აღნიშნულმა ტრანზაქციამ კომპანიას საშუალება მისცა თავისი თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფილი ცხოვრების გარანტია მიეცათ და რუსეთიდანაც უფრო პასუხისმგებლობით გამოსულიყვნენ.
“ჰაინეკენი” 1 ევროდ რუსულმა “არნესტ ჯგუფმა” შეიძინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მრავალმა გლობალურმა კომპანიამ რუსეთის ბაზარი დატოვა. მათ რიგებს შორის “ჰაინეკენთან” ერთად “დომინო’ს პიცაც” მოექცა, რომელმაც ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დატოვა.