უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვა ვარაუდი, რომ ომი ზამთრის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც გაირკვა, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან გამართული რამდენიმესაათიანი დახურული დიალოგი მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე დასრულდა. შესაბამისად, ოფიციალურ კიევში გაჩნდა განცდა, რომ ბრძოლები მოკლე პერიოდში არ დასრულდება.
საუბრისას უკრაინის ლიდერმა სამართლიანი მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიპლომატიურ ველზე არსებული ვითარება იქამდე არ შეიცვლება, სანამ რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის რისკები სრულად არ გამოირიცხება.
შეგახსენებთ, კიევში ვიზიტამდე ამერიკელი მომლაპარაკებლები მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ და კრემლში სამსაათიანი შეხვედრა გამართეს. სტივ უიტკოფის შეფასებით, პროცესი მნიშვნელოვანი პროგრესით წარიმართა, რადგან ვაშინგტონმა რუსული მხარის პოზიცია პირადად მოისმინა. თავად ჯარედ კუშნერმა კი მოსკოვში გამართულ დიალოგს კონსტრუქციული უწოდა.




























