მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰაკერებმა ინტერნეტში 16 მილიარდი პაროლი გაავრცელეს

კომპიუტერი ჰაკერი პაროლი

მსოფლიოს მასშტაბური კიბერდანაშაულის მომსწრე გახდა - ჰაკერებმა ინტერნეტში დაახლოებით 16 მილიარდი პაროლი გაავრცელეს, რომელთა ნაწილი ამჟამადაც მოქმედია.

Cybernews-ის ინფორმაციით, ინტერნეტში გაჟონილია Facebook-ის, Google-ის, Instagram-ის, Apple-ის და სხვა ტექნოლოგიური პლატფორმების ანგარიშგების დეტალები, მათთან წვდომა კი ჰაკერებმა უკვე მოიპოვეს.

როგორც ტექნოლოგიური პლატფორმების წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მონაცემთა ბაზები ისევ უსაფრთხოდაა, თუმცა ისინი მომხმარებლებს მოუწოდებენ - ძველი პაროლები განაახლონ და ანგარიშებზე ვერიფიკაციის დამატებით მექანიზმები დააყენონ, მაგალითად: 2FA და ბიომეტრიული ვერიფიკაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები