მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა iPhone 18-ის -ის ოფიციალური მონაცემები მოიპარეს და გაასაჯაროვეს

iPhone 18 Pro

ჰაკერულმა დაჯგუფებამ World Leaks-მა Apple-ის უახლესი სმარტფონების, მათ შორის, iPhone 18 Pro-ს საიდუმლო მონაცემები ინტერნეტში გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ფაილებმა ბოროტმოქმედთა ხელში ამერიკული გიგანტის პარტნიორი ინდური კომპანიის, Tata Electronics-ის ბაზიდან გაჟონა. მოპარულ დოკუმენტებში დეტალურადაა გადმოცემული ყველა ის ტექნიკური მახასიათებელი, რაც ახალ iPhone-ს ექნება. ამასთან, გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს პროდუქციის ოფიციალური დიზაინი და ყველა იმ პარტნიორი ორგანიზაციის მონაცემები, რომლებიც Apple-ის პროდუქციაზე მუშაობს.

მოპარული მასალებში აღწერილია ინფორმაცია iPhone 18 Pro-ს ძირითადი პლატის ჩიპების, ბატარეისა და კამერების შესახებ. ამასთან, Reuters-ის მიერ შესწავლილი დოკუმენტებში ჩანს, თუ რომელიმე კომპანია რა ნაწილს ამზადებს Apple-ის ტელეფონებისთვის. როგორც ირკვევა, ამჟამად პარტნიორები მომხდარ ფაქტს ერთობლივად იძიებენ.

გავრცელებულ მასალებში Tata Electronics-ის ერთ-ერთ ქარხანაში გადაღებული ფოტოებიც აღმოჩნდა და ისინი 2026 წლის დასაწყისით თარიღდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, მომხდარი ინციდენტი მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ამერიკულ და ინდურ კომპანიებს შორის ჩამოყალიბებულ ნდობას. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს თავად Apple-ის სამომავლო გეგმებზეც, რადგან ბოლო წლებში ტექ-გიგანტმა ინდოეთი წარმოების დივერსიფიცირების უმნიშვნელოვანეს ცენტრად აქცია. კვლევითი კომპანია Counterpoint-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ამ ქვეყანაზე მსოფლიო წარმოების 26% მოდის.

ცნობისთვის, ჰაკერულმა დაჯგუფებამ ინტერნეტში ჯამურად 200 ათასზე მეტი ფაილი განათავსა. გავრცელებული მასალები Apple-ის ძველი მოდელების მონაცემებთან ერთად TSMC-ის, Qualcomm-ისა და Tesla-ს დოკუმენტაციასაც მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები