Apple-მა მომწოდებლების ნაწილს ახალი iPhone 18 Pro-სა და iPhone 18 Pro Max-ისთვის განკუთვნილი კომპონენტების წარმოების შემცირება დაავალა.
როგორც ირკვევა, მეხსიერების ჩიპების გაძვირებამ და სმარტფონებზე ფასების მატებამ მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა. Nikkei Asia-ს ინფორმაციით, კომპანიამ ოქტომბრის შეკვეთების მოცულობა თავდაპირველ გეგმასთან შედარებით სულ მცირე 15%-ით შეკვეცა.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილ მოწინავე მიკროჩიპებისა და მეხსიერების ბარათების მასშტაბურად შესყიდვებმა იმდენად გაზარდა პროდუქციის წარმოების ღირებულა, რომ Apple-მა აღარ ჩათვალა საჭიროდ, წასულიყო რისკზე და დამატებითი შეკვეთები გაეფორმებინა.
შეგახსენებთ, ტექ-გიგანტი უახლესი თაობის iPhone-ისთვის განსაკუთრებით მძლავრ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, მას კი შესაბამისი ჩიპები სჭირდება. მოთხოვნის შემცირების ფონზე არსებობს რისკი, რომ თუ Apple-ი საჭიროზე დიდ შეკვეთებს გააფორმებს, პროდუქცია კი არ ამოიყიდა, ეს კომპანიას ზარალზე გაიყვანს.
























