მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა კრიპტობირჟა WazirX-დან $230 მილიონის აქტივები მოიპარეს

კრიპტო ჰაკერი

კრიპტოინდუსტრია მორიგი მასშტაბური კიბერდანაშაულის სამიზნე გახდა, ჰაკერებმა ინდოეთში დაფუძნებული კრიპტობირჟა WazirX-დან დაახლოებით 230 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს, მათ შორის, ასობით ეთერიუმი და ბიტკოინი.

კიბერშეტევის იდენტიფიცირების შემდეგ, კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ოპერაციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ანალიტიკოსების მტკიცებით, კიბერშეტევის მიღმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერები დგანან, რომლებიც კრიპტოინდუსტრიაში განსაკუთრებით აქტიურობენ.

როგორც ჩანს, ჰაკერებმა კრიპტობირჟის სისტემაში მოახერხეს შეღწევა და იქიდან კრიპტოაქტივების მოპარვა. საერთო ჯამში, ბირჟამ კასტოდიანური პორტფელის თითქმის 45% დაკარგა.

საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, აღნიშნულ შემთხვევას იკვლევენ კიბერუსაფრთხოების და ფინანსური სამსახურები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები