მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა კრიპტობირჟიდან $10 მილიონის აქტივები მოიპარეს

ჰაკერი

ჰაკერებმა კრიპტობირჟა ZKLend-იდან დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს, მათ შორის იყო ასობით ეთერეიუმი და ბიტკოინი.

კიბერშეტევის იდენტიფიცირების შემდეგ, კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ოპერაციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ჩანს ჰაკერებმა დეცენტრალიზებული პლატფორმის ერთ-ერთ სისტემაში მოახერხეს შეღწევა და Starknet-იდან კრიპტოაქტივების მოპარვა.

საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა ZKLend-ის ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს, რომ ჰაკერები კეთილგონიერებას გამოიჩენენ და თანხის 90%-ს უკან დააბრუნებენ, რათა სამართლებრივი პასუხისგება თავიდან აირიდონ და თან თითქმის $1-მილიონიანი ჯილდო მიიღონ ZKLend-ის სისტემაში არსებული პრობლემის აღმოჩენისათვის, რასაც White Hat Hacking-ს უწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები