მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰამასი ტრამპის მიერ წარდგენილ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას განიხილავს

ჰამასი

ღაზას სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას განიხილავს და პასუხს მას შემდეგ გააჟღერებს, რაც საბოლოო პოზიციას სხვა პალესტინურ მხარეებთან შეაჯერებს. ჰამასის წარმომადგენლებს არ განუმარტავთ, როგორია დოკუმენტისადმი წინასწარი განწყობა.

აღსანიშნავია, რომ შტატების პრეზიდენტის ინიციატივას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერა უკვე აქვს. შესაბამისად, ახლა გადაწყვეტილება თავად ჰამასის მაღალი თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ. ცნობისთვის, ტრამპმა ტერორისტულ ორგანიზაციას პასუხის მოსაფიქრებლად 3-4 დღე მისცა. შესაბამისად, ე.წ. დედლაინი ხვალ, ხუთშაბათს გავა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის შემოთავაზებას არაერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერი, ასევე რომის პაპი დადებითად გამოეხმაურა. რაც შეეხება თავად ინიციატივის დეტალებს, როგორც ცნობილია, 20-პუნქტიანი გეგმა ჰამასის სრულ განიარაღებას გულისხმობს. ამის სანაცვლოდ კი ისრაელი ომს დაასრულებს და ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას შეუშვებს. ამასთან, დაიწყება ღაზას აღდგენის პროცესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები