მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი დარეგულირების მოახლოებაზე ისაუბრა და დაპირისპირების მალე დასრულება დააანონსა.

თეთრი სახლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილი საპირისპირო შთაბეჭდილების მიუხედავად, სამშვიდობო შეთანხმება რეალურად ახლოვდება. საუბრისას ამერიკელმა ლიდერმა მიმდინარე კონფლიქტს უაზრო კიდევ ერთხელ უწოდა და დასძინა, რომ ომის შედეგად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მედიასთან ისიც აღნიშნა, რომ ომის შეჩერება ამ ეტაპზე მარტივი არ არის, თუმცა დაამატა, რომ ის ყველაფერს აკეთებს მოცემულობის შესაცვლელად.

როგორც მედია წერს, ამერიკელი ლიდერი ამჟამად ამ საკითხზე პირადად მუშაობს და გამოთქვამს რწმენას, რომ შეიარაღებული დაპირისპირება საკმაოდ მალე შეწყდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები